საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება.
“რაც შეეხება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ამ საკითხს აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელი კურირებს და არა სახელმწიფო დეპარტამენტი. მაგრამ ვიცი, რომ ისინი ამას უყურებენ როგორც მნიშვნელოვან ხიდს საქართველო-აშშ-ს შორის. 2018 წელს ჩატარებული იყო ეკონომიკური გავლენის კვლევა, [ე.წ ფიზიბილითი] ეს კომპლექსური პროცესია, თუმცა, ვფიქრობ, მთავარი საკითხია როდის და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს. ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან, რომ ამ საკითხზე მუშაობა ღირს. ორივე მხარე ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებს ვუყურებთ. ვფიქრობ, ეს ორივე ქვეყნისთვის კარგი იქნება”,-განაცხადა დეგნანმა.
საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…